– ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს

ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს ამ უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ბრძოლა იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე.
„დღეს, პოლიტიკური ლიდერები ისჯებიან პატრიოტიზმისთვის, ისჯებიან გამბედაობისთვის და ისჯებიან იმისთვის, რომ იმ ცირკში არ გამოცხადდნენ, რასაც თეა წულუკიანის გაუგებარი კომისია ჰქვია.
ჩემი სოლიდარობა ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურა ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, დღეს ალბათ მათ რიგებს შეუერთდება, სულ რამდენიმე დღეში ალბათ გივი თარგამაძეც.
წარმოუდგენელია რაც ხდება, ივანიშვილს გონება აქვს დაკარგული, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე ხელს აწერს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაც უფრო მეტად მოჭიმავს ამ უსამართლობის ზამბარას, მით უფრო მძიმედ დაასრულებს. ივანიშვილის მიზანი არის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი სიტყვა, ქვეყანაში დატყვევებული იყოს თავისუფალი სიტყვა და ამისათვის ისჯება ყველა.
თავისუფლება თითოეულ პოლიტპატიმარს და აუცილებლად ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს