სოფო კილასონია: ჩვენთვის არაფერი იცვლება. ისე კი რაც უფრო ამცირებენ მას ან რომელიმე ძველსა და ყოფილ მორჩილს, მით უფრო აძლიერებენ რეჟიმს. კანონია ეგეთი

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია:

ღარიბაშვილს სამჯერ დავუგდე ყური. 1. როცა საყდრისის აფეთქების მოთხოვნით უყვიროდა კულტურის მინისტრს და ღარიბ კაზრეთებს ხელფასის დაკარგვით აშინებდა. 2. როცა ბერას ელაპარაკებოდა და ბავშვებზე ძალადობის სქემებს იგონებდა. 3. როცა 5 ივლისს მოძალადეები ჯერ წააქეზა და მერე გაამართლა. ვფიქრობ, საკმარისზე მეტია ჩემგან. ერთმანეთში რა თემები აქვთ, ამას წამით არ მივუძღვნი თავს. ჩვენთვის არაფერი იცვლება. ისე კი რაც უფრო ამცირებენ მას ან რომელიმე ძველსა და ყოფილ მორჩილს, მით უფრო აძლიერებენ რეჟიმს. კანონია ეგეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო