სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 6.7%-ით გაიზარდა - რა გაძვირდა და გაიაფდა?
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 7.6 პროცენტით გაიზარდა.
აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 14.5 პროცენტიანი ზრდით, რამაც 7.69 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.7 პროცენტით.
ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 10.8 პროცენტიანი მატებით, რაც 5.94 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება შემცირდა 17.3 პროცენტით, რამაც -3.13 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.