ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულების ინდექსი შემცირდა - რამ გამოიწვია კლება?

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 3.0 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.1 პროცენტიანი კლებით, რამაც -3.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„საქსტატის“ ინფრმაციით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 4.6 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 25.2 პროცენტიანი კლებით, რაც -5.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება გაიზარდა 4.3 პროცენტით, რამაც 1.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.