სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
თენგიზ ნასარიძემ, გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან იზორიასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ქართული კომპანიების ცნობადობის ზრდას და ხარისხიანი აგროპროდუქციის რეალიზაციას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის პროდუქცია – თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინო, ჭაჭა, კონიაკი), ნატურალური წვენები, ჩირი, ჩაი, ჩურჩხელა, ტყემალი, საწებელი, ხილის ჩიფსები, ქართული სუნელები არის წარმოდგენილი. წარმოდგენილი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
მონაწილე კომპანიებიდან 8 კომპანია სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს. თენგიზ ნასარიძემ საქართველოს სტენდთან, სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან კერობიანს უმასპინძლა და წარმოდგენილი პროდუქცია გააცნო.
თენგიზ ნასარიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მინისტრ მადის კალასთან და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზესთან. წელს გამოფენაში „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) სხვადასხვა ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა კი ყოველწლიურად 400000-ზე მეტს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე