,,სოფლებისთვის 5 მილიონი ლარი, ისევე როგორც სხვა დაპირებები, არის პირნათლად შესრულებული“ –

კითხვას, როცა ივანიშვილის წარმომადგენლები პირდებოდნენ ყველა სოფელს 5 მილიონს, მაშინ იყო თუ არა დანაშაულის ნიშნები, ირაკლი ასე პასუხობს:
„რაც შეეხება 5 მილიონს, თქვენ რომ იანგარიშოთ ამ წლების განმავლობაში მთლიანად სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, 5 მილიონზე ბევრად მეტია. ჩვენ რომ შევხედოთ რეგიონული განვითარების ნაწილში არაურბანულ სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, არის ბევრად უფრო მეტი, საშუალო მაჩვენებელი რომ აიღოთ, ვიდრე 5 მილიონი ლარი და ეს დაპირებაც, ისევე როგორც სხვა დაპირებები, არის პირნათლად შესრულებული.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის დაპირებას, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, გამომდინარე იქიდან, რომ მას თან ახლავს კონკრეტიკა. ის პირობას აძლევდა ყველას, ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას. იმდენად კონკრეტულია ამ შემთხვევაში დაპირება, რომ ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?