ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფიო ჯაფარიძე - ჩვენი ერთიანობა არის თქვენთან ერთიანობა - მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები, ზუსტად 100 დღეში ვიზეიმებთ გამარჯვებას

ჩვენი ერთიანობა არის თქვენთან ერთიანობა და აი, ასე, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები, ზუსტად 100 დღეში ვიზეიმებთ საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთიანობით დავამარცხებთ იმ სიბნელეს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია.
„დარჩა ზუსტად ასი დღე. ას დღეში აუცილებლად ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით დავამარცხებთ იმ სიბნელეს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. შემოვივლით მთელ საქართველოს, მოვალთ ყველასთან, შეგხვდებით ყველას. ჩვენი ერთიანობა არის თქვენთან ერთიანობა და აი ასე, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები, ზუსტად 100 დღეში ვიზეიმებთ საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებას“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.