პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა – ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი.
საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტის მიხედვით, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. რეაბილიტაციის შედეგად, ჩატარდა ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოები - სახურავისა და კედლების დათბუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.