სოფელ შილდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მამა-შვილს პატიმრობა შეუფარდა.
მკვლელობაში ბრალდებული ლევან ჩიტაშვილისთვის, დაცვის მხარემ 15 000 ლარიანი, ხოლო მისი შვილისთვის, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება ითხოვა.მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ შილდაში 8 იანვარს მოხდა.გამოძიების ინფორმაციით, 51 წლის ლევან ჩიტაშვილი შურისძიების მოტივით, მეზობლის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და 48 წლის ნოდარ ასაბაშვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ასევე დადგენილია, რომ მანამდე ჩიტაშვილმა, შვილთან ერთად, ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა მეუღლესა და მეზობელზე, რის გამოც მისი შვილია დაკავებული.ორივე ბრალდებული ჩადენილ ქმედებას აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 126- ე მუხლებით მიმდინარეობს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2026 წლის 4 მარტს ჩაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!