სოფელ მაღრაანში მცხოვრებ შშმ პირს, სოციალური დახმარება შეუჩერეს – პროგრამიდან მას შემდეგ ამოიღეს, რაც სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს, სახლში არ იმყოფებოდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში მცხოვრებ შშმ პირს, სოციალური დახმარება შეუჩერეს
ალექსი (გია) ჭრელაშვილი, სახლში მარტო ცხოვრობს და ადგილობრივების თქმით, უკიდურეს გაჭირვებაშია.
მათივე ინფორმაციით, ჭრელაშვილი ყოველთვიურად 60 ლარს იღებდა, თუმცა პროგრამიდან მას შემდეგ ამოიღეს, რაც სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს, სახლში არ იმყოფებოდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღნიშნულ დროს მამაკაცი ნათესავმა ჰიგიენის მოსაწესრიგებლად, საპარიკმახეროში წაიყვანა. რადგან, საცხოვრებელ სახლში არც ელექტროენერგია აქვს და არც წყალი.
კაცი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და დახმარების გარეშე, ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაც უჭირს.
თანასოფლელები, შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ შეუწყვიტონ სოციალური დახმარება ადამიანს, რომელიც მისი არსებობისთვის აუცილებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე