არქივი15 მარტი 2024, 08:14
სოფელ მანიაკეთში მდებარე სოფლის კლუბი აუქციონზე იყიდება
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანიაკეთში მდებარე სოფლის კლუბი აუქციონზე იყიდება. აუქციონი 5 მარტს დაიწყო და 20 მარტს დასრულდება. საწყისი ფასი 3800 ლარია. შენობის ფართობი 120 კვ.მ-ია, მიწის 453 კვ.მ. მდგომარეობა - სარემონტო.
ქონების სრული საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 15 დღეში, საბანკო გარანტია ჩაეთველება გადახდისას; ქონების შემძენი იღებს პასუხისმგებლობას დემონტაჟის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.