ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფელ ვაყაში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ვაყაში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაყას ტერიტორიაზე ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან ტაშისკარის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
„ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული 6 პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.