ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოკლული 36 წლის გიორგი ქობულაშვილია, რომელსაც გვიან ღამით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
როგორც AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ქობულაშვილთან რამდენიმე პირი საქმის გასარჩევად მივიდა.
"უკარგესი ადამიანი იყო. ობოლი, ბებიას გაზრდილი. უბნის ბავშვების ქომაგი ბიჭი მოგვიკლეს. ამბობენ, დანით მიაყენა მრავალი ჭრილობა თავში და გულშიო. გიორგი ყველა ბიჭს არიგებდა ჭკუას, ქომაგი იყო ყველასი, ვიღაცამ დარიგება ვერ გაუგო და გაიმეტეს სასიკვდილოდ, უპატიოსნესი, სხვისი დამხმარე უანგაროდ კეთილი ბიჭი მოგვიკლეს. ამბობენ, რომ რამდენიმე ბიჭი მივიდა მასთან საქმის გასარჩევად, 20-22 წლისებიო... ზუსტად რა მოხდა არ ვიცი. ძალიან დამწუხრებულები ვართ", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.