ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოფელ გლდანში, რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში - ყაზბეგის, ჩოლოყაშვილისა და თავდადებულის ქუჩებს აწესრიგებს.
ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყაზბეგის ქუჩაზე 1 550 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე გზის საფარი წესრიგდება, რისთვისაც დაახლოებით, 455 000 ლარი დაიხარჯება. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე კი, 1 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ასფალტის საფარი. აღნიშნულისთვის დაახლოებით, 83 000 ლარი დაიხარჯება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის ქუჩაზეც, სადაც 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბეტონის გზა დაიგება. სამუშაოებისთვის დაახლოებით, 80 000 ლარი დაიხარჯება.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.