„სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის“ - კახა შენგელია
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას განცხადებით, უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი სოსო ბერიკაშვილი შექმნილ ვითარებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
მას სოსო ბერიკაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა სამსახურიდან, პასუხის მისაღებად „რადიო თავისუფლება“ დაუკავშირდა.
„სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი ხანია მინდოდა, რადგან ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის დეკანი. სამწუხაროდ, დაემთხვა ამ სიტუაციას და ის ახლა იყენებს სათავისოდ რომ როგორმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკედელოს“, - აღნიშნა მან კითხვის პასუხად.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.