სოსო ბაბაევის მხარდამჭერი აქცია გორის პოლიციასთან

“თავისუფლება რუსული ხელისუფლების უკანონო პატიმარს” – სამოქალაქო აქტივისტის და ბიზნესმენის მხარდასაჭერად მოქალაქეები გორის პოლიციის წინ შეიკრიბნენ, სოსო ბაბაევი, რომელიც გუშინ დააკავეს, კვლავ იზოლატორში რჩება, ბრალს სავარაუდოდ დღის ბოლომდე წარუდგენენ.
პოლიციასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ბაბაევი რეჟიმის მორიგი პატიმარია, რადგან ის აქტიურად უპირისპირდებოდა რუსულ კანონს და ქართულ ოცნებას.
ბიზნესმენს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან ედავებიან. ბაბაევი ამბობს, რომ “მაკაროვი” მანქანაში მას სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება