სომხური მედიის ცნობით, საღმოსავანქის მონასტრის წინამძღვარი, პარენ არაქელიანი დააკავეს, არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვრის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა

სომხეთში საღმოსავანქის მონასტრის წინამძღვარი, პარენ არაქელიანი დააკავეს, არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს მკრტიჩ პროშიანის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.
ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, პარენ არაქელიანი მძიმე დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტში გადაიყვანეს.
არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი კათოლიკოსის დის შვილია. მანამდე, სასულიერო პირმა, არამ ასატრიანმა განაცხადა, რომ 2021 წელს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ყველა აქციაში ზეწოლის ქვეშ მონაწილეობდა და არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი დევნაში დაადანაშაულა.
ამის შემდეგ, არაგაწოტნის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინტერვიუს მიზანი იყო მღვდლის გამოყენება ანტიკლერიკალური კამპანიის მხარდასაჭერად, წმინდა სომხური სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ იყო ინიცირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…