არქივი1 მარტი, 2024, 13:10
სომხური მედია: ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში არ ჩავა
სომხური გამოცემის, Radar Armenia-ს მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში გაუქმებულია.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკი არც სომხეთსა და არც აზერბაიჯანში არ ჩავა, რადგან ბაქომ ვიზიტი გააუქმა.
ბაქოს მხრიდან ვიზიტის გაუქმების მიზეზი უცნობია.
მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.