არქივი28 სექტემბერი, 2025, 10:43
სომხური ეკლესია ვარაგას მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს.
ამის შესახებ ინფორმაციის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯვართამაღლება ვარაგას მთაზე სომხურ ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, იგი VII საუკუნიდან აღინიშნება და განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.