ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთში ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერული ცენტრი შეიქმნება

სომხეთში ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერული ცენტრი შეიქმნება, რომლის დაფინანსება 3,5 მილიარდი დრამი (დაახლოებით 8,5 მილიონი აშშ დოლარი) იქნება, - ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი ჰაკობ არშაკიანი წერს.
მისი თქმით, ცენტრი პირველი იქნება რეგიონში და დაფუძნებული იქნება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
„ეს პროგრამა არის იმ პრიორიტეტის განხორციელება, რომელიც დაფიქსირდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და NVIDIA-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორთან ჯენსენ ჰუანგთან შეხვედრაზე , რომელიც 21 აპრილს ერევანში შედგა.
მე, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ, შევთავაზე, რომ 2024 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში შევიდეს ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერული ცენტრის პროგრამა, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და მალე ეროვნულ ასამბლეაში განიხილება.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, მეცნიერს, მეწარმეს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის მომზადებაში“, - წერს ჰაკობ არშაკიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.