სომხეთში წყალდიდობის გამო დაკეტილია საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა

სომხეთ- საქართველოს დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია, მიზეზი სომხეთის ლორეს ოქლში მდინარე დებედას ადიდებაა. როგორ სომხეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა.
წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. უწყება მძღოლებს საქართველოს საზღვართან მისასვლელად ალტერნატიული გზით სარგებლობას ურჩევს.
მედიის ცნობით, ვანაძორ-ალავერდის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე დატბორილი და დაზიანებული დაახლოებით 50 მეტრის სიგრძის მონაკვეთი.
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი „შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ბიზნესსუბიექტებს მოუწოდებს ტვირთების გადაზიდვა საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში და საპირისპირო მიმართულებით „გოგავანისა“ და „ბავრის“ სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით აწარმოონ“.
სამხრეთ კავკასიის რკინიგზის თანახმად, სომხეთის ჩრდილოეთში წყალდიდობის გამო შეჩერებულია ერევანი-თბილისი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა.
არსებული ინფორმაციით მდინარე დებედას კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ხიდები და გზები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ