ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს (ვიდეო)

სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს.
გამოძიების ვერსიით, გადატრიალებას აწყობდა მოძრაობა „წმინდა ბრძოლა“. პოლიცია შევიდა ამ მოძრაობის ლიდერის არქიეპპისკოპოს ბაგრატ გალუსტიანის სახლში. ცოტა ხნის წინ არქიეპისკოპოსი დააკავეს და ძალოვან უწყებაში გადაიყვანეს.
გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანი ასევე აღმოჩნდა სომხეთის ყოფილი პრემიერი ოვიკ აბრამიანი.
პოლიციამ, უშიშროებამ და საგადასახადომ დაიწყო კონკრეტული პოლიტიკოსების და პარტიების ოფისებში ჩხრეკა.
ფაშინიანმა ასევე დაავალა საგადასახოს შეამოწმოს და მაქსიმალურად დააჯარიმოს რუსეთში მოღვაწე სომეხი მილიარდერის სამველ კარაპეტიანის კუთვნილი ჯგუფი „ტაშირი“. ხელისუფლებამ კარაპეტიანი და სომხეთის კათალიკოსი გარეგინ II რუსეთის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. კარაპეტიანი ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით 17 ივნისს დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.