არქივი2 ნოემბერი, 2025, 20:42
სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან ექვს კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე დაფიქსირდა.
სოციალური ქსელში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ბიძგები საქართველოში, მათ შორის თბილისშიც იგრძნობოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.