არქივი15 ივლისი 2024, 19:36
სომხეთში სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2024 დაიწყო
სომხეთში სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2024 დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გახსნის ცერემონიაზე სომხეთისა და აშშ-ის ეროვნული ჰიმნები გაჟღერდა და სამხედროებს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა და სომხეთში აშშ-ის ელჩმა, კრისტინა ქუინმა მიმართეს.
სამხედრო სწავლება, რომელიც სომეხი და ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით ტარდება, 24 ივლისამდე გაგრძელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.