ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთში, საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ერევანი-გიუმრის საავტომობილო გზა გადაკეტეს

სომხეთის მოქალაქეებმა, რომლებიც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას აპროტესტებენ, ერევანი-გიუმრის საავტომობილო გზის საქართველოსკენ მიმავალი მონაკვეთი გადაკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია სომხეთის პარლამენტის წევრზე, ქრისტინე ვარდანიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როგორც ჩანს, საპროტესტო აქცია ტავუშის რეგიონს გასცდა, ახლა მოქალაქეებმა გადაკეტეს ერევან-გიუმრის გზა შირაქის ოლქში, თანამემამულეების მხარდაჭერის ნიშნად, რომლებიც ტავუშში სამართლიან პროტესტს მართავენ. ეს გზა ასევე ალტერნატიული, სომხეთი-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის ნაწილია. კირანცას მონაკვეთზე მთავარი გზა რამდენიმე დღეა ჩაკეტილია“, - წერს ქრისტინე ვარდანიანი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.