ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთში რეგიონში პირველი AI მონაცემთა ცენტრი აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $500 მილიონია - Bloomberg

სომხეთში რეგიონში პირველი AI მონაცემთა ცენტრი აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $500 მილიონია - Bloomberg

სომხეთში რეგიონში პირველი AI მონაცემთა ცენტრი აშენდება, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც $500 მილიონია - Bloomberg
აშშ-ის მთავრობამ სომხურ სტარტაპ Firebird-ს ნება მისცა, ქვეყანაში მოწინავე Nvidia-ს პროცესორები შეიტანოს,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის სამხრეთ კავკასიაში პირველი მასშტაბური AI მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარს აღწევს.
ნებართვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ის ანიჭებს, რომ წლების განმავლობაში სომხეთი „AI-გავრცელების“ მეორე კატეგორიის ქვეყნად იყო კლასიფიცირებული, რაც მაღალი წარმადობის ჩიპების ექსპორტს ზღუდავდა. იგივე სტატუსი გააჩნდა საუდის არაბეთს, ისრაელს და პოლონეთს. შეზღუდვები ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში მოიხსნა, რაც ტექნოლოგიური კომპონენტების მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაამარტივებს.
სომხეთის ხელისუფლება tech-ეკოსისტემის განვითარებას სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს და ბოლო წლებში სტარტაპების მხარდაჭერისა და ადგილობრივი ინოვაციური გარემოს გაძლიერების მიზნით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.