ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

სომხეთში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

სომხეთის ქალაქ ჩამბარაკში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, - ინფორმაციას ქვეყნის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
მანამდე, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.
„მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი მაცხოვრებლის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულთა რიცხვმა სამს მიაღწია“, - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
უწყების ცნობით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, დღეს სომხეთის ქალაქ ჩამბარაკში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე მდებარე ბინები ჩამოინგრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.