სომხეთში გადადგა ეკონომიკის მინისტრი, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არ არის პასუხი მისი ქვეშევრდომების დაპატიმრებაზე

14 თებერვალს სომხეთში თანამდებობიდან გადადგა ეკონომიკის მინისტრი, ვაჰან ქერობიანი – ორ კვირაში მას შემდეგ, რაც მისი მოადგილე და სხვა ქვეშევრდომები დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებებით, რომლებსაც იგი უარყოფს.
ქერობიანმა თავისი ნაბიჯი ახსნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან დაუკონკრეტებელი უთანხმოებით. მან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე სამ წელიწადზე მეტი იმუშავა.
ქერობიანმა გამორიცხა მოსაზრება, რომ მისი გადადგომა არის პასუხი მისი ქვეშევრდომების დაპატიმრებაზე. ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში ქერობიანმა თქვა, რომ თუ ბრალდებები დადასტურდება, პასუხისმგებლობას ისიც იკისრებს.
საგამოძიებო კომიტეტმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ გამოძიებას განაგრძობს და შესაძლოა “კიდევ ათობით პირი” იქნეს ამოცნობილი მონაწილედ კორუფციის სავარაუდო საქმეში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ