ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება – სტანო

“სომხეთს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება” – ამ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო აკეთებს.
ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როგორც კი ქვეყანა წარადგენს განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მას განიხილავენ წევრი ქვეყნები და შემდეგ ისინი იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.
ქვეყნებს აქვთ უფლება, იბრძოლონ თავიანთი ხალხის უკეთესი მომავლისთვის. მათ თავისუფლად შეუძლიათ, გადაწყვიტონ, როგორ უზრუნველყონ ასეთი მომავალი. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თითოეულმა ევროპულმა ქვეყანამ – მისმა ხალხმა და მთავრობამ – უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.