სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა, თუ გამოუშვებენ, ჩამოვა – მიტროპოლიტი ფაჩუაშვილი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, საპატრიარქომ მსოფლიოს მასშტაბით პირველი იერარქიის ყველა სასულიერო პირს გაუგზავნა მოწვევა კათოლიკოზ-პატრიარქის, ილია მეორეს დაკრძალვაზე დასასწრებად.მიტროპოლიტის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა უნდა სომხეთის პატრიარქს, გარეგინ II-ს.“ვინ ჩამოვა ვერ გეტყვით. ჩვენ დავუგზავნეთ მოწვევა ყველა პირველ იერარქს. როგორც წესი და რიგია ისე. გარდა ამისა, ჩვენ გვიკავშირდებიან არამართლმადიდებელი ეკლესიებიდან. მაგალითად, სომხეთს პატრიარქს უნდა ჩამოსვლა. ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ისტორიული ურთიერთობა, მაგრამ იქ, სომხეთშია ძალიან სერიოზული არეულობა და პატრიარქს არ უშვებენ ქვეყნიდან. ჩვენ გავუგზავნეთ სპეციალური მოწვევა და თუ გამოუშვებენ, ჩამოვა”, – უთხრა ფაჩუაშვილმა TV პირველს.სომხეთის პატრიაქი, გარეგინ II სამძიმრის წერილში წერს, რომ “-ის მრავალწლიანი მწყემსმთავრული მოღვაწეობა იყო მტკიცე რწმენისა და სულიერი თავდადებული წინამძღოლობის დასტური”. ის წერს, რომ უთანაგრძნიბს “მეგობარ ქართველ ხალხს” კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ

თაზო დათუნაშვილი: პირობები, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარე ითხოვს, კაბალურია – ჩინურ კომპანიას უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოგება ნახოს