ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში (იანვარი–აგვისტო) შეადგინა 4 მილიარდ 500 მილიონ 525,6 ათასი აშშ დოლარი, რაც 51,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (9 მილიარდ 236 მილიონ 80,1 ათასი დოლარი). ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არმენპრესი სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით.
სტატისტიკის შესაბამისად, როგორც სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი, ასევე რუსეთიდან სომხეთში იმპორტი შემცირდა.
როგორც სომხური მედია წერს, დუშანბეში გამართულ დსთ-ის ქვეყნების მეთაურების საბჭოს სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებიც განიხილეს.
არმენპ0რესის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნული ოფიციალური მონაცემები სხდომაზე გააჟღერა, თუმცა პუტინი ამ მონაცემებს არ დაეთანხმა და თქვა, რომ გასულ წელს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ხოლო წელს – კიდევ უფრო გაიზარდა.
ამის შემდეგ სომხეთის პარლამენტის ეკონომიკური საკითხების მუდმივი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაბკენ ტუნიანმა, სტატისტიკის კომიტეტის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ მოყვანილი ციფრები „მიუხედავად მცირე უზუსტობისა, რეალობას ასახავს“, რადგან შედარება უნდა მოხდეს წინა წლის იმავე პერიოდთან.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.