ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთმა რადიოსადგურ Sputnik-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ კომპანია Тоспа-ს, რომელიც რადიო Sputnik Armenia-ს გადასცემს, 30 დღით მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა. ამის მიზეზი რუსი პროპაგანდისტის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემა გახდა, სადაც მან სომხეთსა და მის მაცხოვრებლებზე „დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით" ისაუბრა.
„კეოსაიანმა არაერთი მკაცრი და კრიტიკული შეფასება გააჟღერა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, დაადანაშაულა ღალატში და დასვა კითხვა, მართლა ფიქრობს თუ არა ფაშინიანი, რომ ამ ღალატის შემდეგ ცოცხალი დარჩება?!" - წერს Sputnik სომხეთი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.