სომხეთმა გაათავისუფლა რუსეთის მიერ ძებნილი კიდევ ერთი ქართველი, რომელიც უკრაინაში იბრძოდა

გიორგი კინოიანის შემდეგ, სომხეთის სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, უკრაინაში ნაბრძოლი ვანო საბაშვილი.
ინფორმაციას ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი თუმასიანი, რომელიც ორივე მათგანს ეხმარებოდა.
ვანო საბაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, სომხეთში 9 სექტემბერს დააკავეს.
მედიის ცნობით, წარსულში ის 8 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
ისიც, გიორგი კინოიანის მსგავსად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა. ამის გამო გამოაცხადეს მასზე ძებნა სისტემით, რომელზე წვდომაც აქვთ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) წევრ ქვეყნებს.
9 ოქტომბერს სომხეთში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი გაათავისუფლეს.
კინოიანი 8 სექტემბერს დააკავეს, სომხეთში რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…