პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსებაზე უარი განაცხადა

სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსებაზე უარი განაცხადა

ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამდივნოს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„სომხურმა მხარემ ოფიციალურად შეატყობინა ОДКБ -ს სამდივნოს, რომ თავს იკავებს „ОДКБ 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“ გადაწყვეტილების ხელმოწერისგან და, შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში მონაწილეობისგან“, - აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში.
უწყების განმარტებით, ОДКБ -ს შიდა პროცედურების შესაბამისად, ინფორმაცია წლიური ბიუჯეტის შესახებ საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი 2025 წლის ბოლომდე არ გადაიხდის მოსაკრებელს, ОДКБ-ს წევრმა ქვეყნებმა, შესაძლოა, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარი განიხილონ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.