ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთი - საქართველო. მატჩს ნაცნობი რუმინელი მსაჯი მოემსახურება

სომხეთი - საქართველო. მატჩს ნაცნობი რუმინელი მსაჯი მოემსახურება

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს რუმინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი რადუ პეტრესკუ, ლაინსმენები რადუ ზანგულიაკი და მირჩა გრიგორიუ, მეოთხე მსაჯი კი ანდრეი ჩივულიტე იქნება.
VAR-ის მსაჯად იტალიელი ალეანდრო დი პაოლო დანიშნეს, ხოლო თანაშემწედ მისი თანამემამულე ფედერიკო ლა პენა.
პეტრესკუ ადრე "ჯვაროსნების" ორ შეხვედრაში მთავარი მსაჯი იყო: საქართველო - ესპანეთი (1:2) და ანდორა - საქართველო (1:1), ერთხელ კი მეოთხე არბიტრი - ესპანეთი - საქართველო (3:1).
თამაში ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე 20 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.