სომხეთი და აზერბაიჯანი 28-29 თებერვალს ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ
სომხეთი და აზერბაიჯანი 28-29 თებერვალს, ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მიუნხენის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციების შეხვედრა 28-29 თებერვალს ბერლინში გაიმართება“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანი ბადალიანმა.
სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა და განაცხადა, რომ მირზოიან-ბაირამოვის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.