„სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი“ - Deutsche Welle
DW-ის ინფორმაციით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი.
როგორც სააგენტო იუწყება, ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეათანხმეს, სად გაივლის საზღვრის ხაზი გარკვეულ მონაკვეთებზე მას შემდეგ, რაც ერევანი ბაქოს თავრუშის ოლქის ოთხ სოფელზე კონტროლს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ განახლებული საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ საზღვრებს შეესაბამება.
მედიის ცნობით, ბაქო და ერევანი ასევე შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში გაიყვანონ სამხედროები აღნიშნული მონაკვეთებიდან და იქ სასაზღვრო სამსახური განათავსონ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.