ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთი და აზერბაიჯანი სტამბოლში ე.წ. «3+3» შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას

სომხეთი და აზერბაიჯანი სტამბოლში ე.წ. «3+3» შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას

17-18 ოქტომბერს სომხეთი და აზერბაიჯანი, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე სტამბოლში საკონსულტაციო რეგიონალური პლატფორმის “3+3” -ის მესამე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ. საქართველო შეხვედრებში მონაწილეობას არც ამჯერად მიიღებს.
ე.წ. „3+3“ ფორმატი გულისხმობს კავკასიის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს, სადაც ერთიანდება თურქეთი, რუსეთის ფედერაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. რეგიონალური პოლიტიკის ქართველი მკვლევრების ნაწილის შეფასებით, იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაციაცაა წარმოდგენილი, საქართველომ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
სტამბოლში ჩავიდა ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა “3+3” -ის ფორმატს მოსკოვი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის მიღწევის ეფექტურ მექანიზმად განიხლავს.
იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ფორმატი მოსკოვის სურვილით საქართველოს მონაწილეობასაც მოიაზრებს, 3+3“ საკონსულტაციო პლატფორმის პირველი შეხვედრა 2021 წლის დეკემბერში გაიმართა საქართველოს მონაწილეობის გარეშე. თბილისმა უარი თქვა შეხვედრაში მონაწილეობაზე მეორე შეხვედრის დროსაც 2023 წლის ოქტომბერში თეირანში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.