ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთის პრემიერი თბილისს ეწვია

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფაშინიანს ვიცე-პრემიერი და სომხეთში საქართველოს ელჩი დახვდნენ. სომხეთის პრემიერი დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. ამის შემდეგ კი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკომონიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართება.
გაიმართება რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემოანიაც. ღარიბაშვილი და ფაშინიანი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.