ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
პარასკევს სომხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
სომხური მედია იტყობინება, რომ პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა გასულ თვეში დაამტკიცა.
მარტის ბოლოს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მეორე (საბოლოო) მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყებას ეხება. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 64-მა დეპუტატმა, 7-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
„დოკუმენტის შესავალში აღნიშნულია, რომ: „სომხეთი, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესების, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების, სამართლის უზენაესობის განმტკიცებისთვის, აცხადებს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყებას“, - თქვა ინიციატორთა ჯგუფის წარმომადგენელმა, არტაკ ზეინალიანმა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.