არქივი12 თებერვალი, 2025, 13:53
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო

სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო.
მისი ინიციატორია სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. ეს ხელმოწერები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეას განსახილველად წარდგენოდა.
კანონპროექტი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.