ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ტრამპის გზის“ პროექტში რუსეთის მონაწილეობა ვერ წარმოუდგენია

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ტრამპის გზის“ პროექტში რუსეთის მონაწილეობა ვერ წარმოუდგენია

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის განცხადებით, პროექტში - ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP) რუსეთის მონაწილეობა ვერ წარმოუდგენია.
„როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ეს სომხურ-ამერიკული კომპანიაა“, - განაცხადა ალენ სიმონიანმა და დასძინა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ TRIPP-ის ფარგლებს არ გულისხმობს.
„როდესაც მარცვლეულის ან საწვავის ტრანსპორტირება ხდება (აზერბაიჯანიდან), ეს არ არის TRIPP-ი. ჩვენ დიდი ხანია ვმსჯელობთ TRIPP-ის მსგავს მექანიზმზე. უბრალოდ, აშშ-სთან ეს შესაძლებელი გახდა პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში“, - განაცხადა სიმონიანმა.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ამერიკულმა მხარემ, შესაძლოა, რუსეთის მონაწილეობის ვარიანტი განიხილოს, სომხური მხარის თანხმობით. სიმონიანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ TRIPP-ის პროექტზე არ უნდა კონცენტრირდეს.
„ბევრი გზა არსებობს. ისინი მუშაობენ. ბოლოს და ბოლოს, ისინი ამას გააკეთებდნენ, 100 წელია აქ არიან“, - აღნიშნა ალენ სიმონიანმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ერევანთან TRIPP-ის პროექტში მოსკოვის შესაძლო მონაწილეობის პარამეტრები განიხილოს.
„„ტრამპის გზის“ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ პოზიცია დავაფიქსირეთ. სომხურ-ამერიკული ინიციატივის დეტალები ჯერ კიდევ შესასწავლია. მზად ვართ, კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს პარტნიორებთან ერევანში, რათა განვიხილოთ როგორც პარამეტრები, ასევე რუსეთის შესაძლო მონაწილეობა ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა გალუზინმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.