პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს

სომხეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს

სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს – ამის შესახებ სომხური მედია წერს. მათივე ცნობით, მთავარეპისკოპოსს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
აჯაფახიანს წარდგენილი აქვს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც ხელისუფლების დამხობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის მიზნით საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.
მთავარეპისკოპოსი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.