სომხეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი – დაკავებულია რამდენიმე ადამიანი ამომრჩევლების მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით

სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ მონაწილეობით ამომრჩევლის მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ლორის პროვინციის რამდენიმე მცხოვრებს ქრთამი გადასცა არჩევნებში მისი ბლოკის სასარგებლოდ მიცემული ხმების სანაცვლოდ.

სამართალდამცავმა ორგანომ არ დააკონკრეტა, რამდენი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათი თქმით, ჩატარდა ჩხრეკა და სხვა პროცედურები. გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სქემაზე საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“