ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, გარდაიცვალა ერთი სომეხი ჯარისკაცი

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, გარდაიცვალა ერთი სომეხი ჯარისკაცი, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„4 დეკემბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბარძრუნის რაიონში მდებარე სომხური ჯარისკაცების პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო”, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.