ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - უახლოეს მომავალში შესაძლებელია ექსპორტის განხორციელება სომხეთიდან აზერბაიჯანში - საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - უახლოეს მომავალში შესაძლებელია ექსპორტის განხორციელება სომხეთიდან აზერბაიჯანში - საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, გევორკ პაპოიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ახალი იმპორტი ბაქოდან, არამედ სომხური პროდუქციის ექსპორტიც აზერბაიჯანში, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ამჟამად, საქართველოს რკინიგზისგან ტრანზიტისთვის საკმაოდ გონივრული ფასი მივიღეთ. ვფიქრობ, რომ შემდეგი წარმატებული შეთანხმების შესახებ როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი შეგვატყობინებენ“, - განაცხადა პაპოიანმა.
მისი თქმით, სომხეთს შეუძლია აზერბაიჯანში ალუმინის, ფოლგის, ხილისა და ბოსტნეულის, ზოგიერთი სახის სასმლის, ასევე სხვადასხვა სახის ტექსტილის პროდუქციის ექსპორტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.