სომეხთა სამოციქულო ეკლესია მთავარანგელოზ გაბრიელისა და მიქაელის, ასევე, ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია საქართველოში, წმ. მთავარანგელოზთა, გაბრიელისა და მიქაელის და ყოვლად ზეციურ ძალთა დღესასწაულს ზეიმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„გაბრიელ მთავარანგელოზი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. მთავარანგელოზი მიქაელი კი ყველა ბოროტი ძალის მძლეველია და დადგენილია ანგელოზთა დასის მთავრად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს ულოცავს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”