სომეხთა ეკლესია წმიდა სტეფანე პირველდიაკონს იხსენიებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს წმიდა სტეფანე პირველდიაკონისა და პირველმოწამის ხსენების დღეს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა.
„სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია დღეს წმიდა სტეფანე პირველდიაკონისა და პირველმოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა