ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომალიში, მოგადიშოს სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა

სომალიში, მოგადიშოს სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მებრძოლებმა განახორციელეს, რომლებიც სამხრეთ და ცენტრალური სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.
პოლიციის წარმომადგენელმა, აბდიფატა ადან ჰასანმა განაცხადა, რომ თავდასხმაში, სულ მცირე, 5 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთმა თავი აიფეთქა, სამის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ერთი დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.