ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოლიდარობის მარში გაიმართა თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

სოლიდარობის მარში გაიმართა თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს

აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ და რუსთაველისკენ დაიძრნენ საქართველოსა და უკრაინის დროშებით.
დღევანდელ მარშზე მთავარი ფერები ყვითელი და ცისფერი იყო. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში ავტომანქანებით მსვლელობა მოეწყო.
უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ზელენსკი გამოდის პირობით, რომ "არ დამარცხდება" რუსეთთან ომში.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.